რ ე ფ ლ ე ქ ს ი ა
21-ე საუკუნე ტექნოგიური ინოვაციების ხანაა. ფურცელზე შესასრულებელი დავალებები, რუტინული შრომა მოსაბეზრებელია თანამედროვე ბავშვებისათვის. მართლაც რაში სჭირდებათ სხვადასხვა წიგნში ინფორმაციის მოძიება, როდესაც ერთი დაწკაპუნებით Google Chrom-ში მოძებნიან მათთვის სასურველ ნებისმიერ ინფორმაციას. სწორედ ამიტომ თანამედროვე პედაგოგიკაში აქტუალურია ისტ-ის პროგრამის გამოყენება, რომელიც საშუალებას გვაძლევს მასწავლებლებს, საინტერესო, მრავალფეროვანი, მოსწავლის ინტერესებზე მორგებული გავხადოთ ჩვენი გაკვეთილები.
თანამედროვე პედაგოგიკაში აქტუალურია პროექტზე დაფუძნებული სწავლება. რას ნიშნავს სასწავლო პროექტი? რატომ ანიჭებენ უპირატესობას მასწავლებლები პროექტზე დაფუძნებულ სწავლებას? ეს ის კითხვებია, რომლებზეც პასუხის გაცემას სწორედ ამ ტრენინგიდან ველოდები.
პირველი დღე საკმაოდ ნაყოფიერი აღმოჩნდა. გავეცანით:
1. word-ში მუშაობის პრინციპებს (ტექსტის აკრეფა, რედაქტირება, ფორმატის შეცვლა)
2. მისამართ საიტებს ე.წ. ,,დომენურ პრინციპებს''.დავახარისხეთ ქვეყნის კუთვნილებისა და ორგანოზაციული კუთვნილების მიხედვით.
3. საიტებს, რომლებიც დაგვეხმარება პროექტის შექმნაში. tpdc.ge/essentials; ict,tpdc.ge; intelga.blogspot.com
4. ვებ-ბრაუზერს, რომელიც საშუალებას გვაძლევს, დავათვალიეროთ ვებ-გვერდები ინტერნეტში.
5. დავაფიქსორეთ განსხვავებები vlogსა(ვიდეოჩანაწერები) და blogს შორის.
6. გავეცანით ბლოგის სტრუქტურას. რომელზეც შესაძლებელია, სტატიების,ინფორმაციების, სასწავლო რესურსების გამოქვეყნება.
7. ელ.ფოსტის გამოყენებას.დოკუმენტის შექმნასა, პოსტის გამოქვეყნებას.
იმედი მაქვს, დანარჩენი დღეებიც ასეთივე ნაყოფიერი აღმოჩნდება.
7. ელ.ფოსტის გამოყენებას.დოკუმენტის შექმნასა, პოსტის გამოქვეყნებას.
იმედი მაქვს, დანარჩენი დღეებიც ასეთივე ნაყოფიერი აღმოჩნდება.
(Y)
ReplyDelete