Wednesday, July 25, 2018

მერვე დღის რეფლექსია

მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის  განხილვამ კიდევ ერთხელ დაგვაფიქრა ჩვენს გეგმაში გაწერილ პროცედურებზე, იმ პროდუქტზე, რომელიც პროექტის დასრულების შემდეგ უნდა მივიღოთ.შევიტანეთ კორექტირებები.
 ინტელის სახელმძღვანელოდან ჩამოვტვირთეთ კოლაბორაციული შეფასებისა და პრეზენტაციის შეფასების რუბრიკები. მოვარგეთ ჩვვენს სასწავლო პროექტს.შევიტანეთ ცვლილებები ჩეკლისტში,დავაკონკრეტეთ კონკრეტული სტატიები.
 კოლეგამ წარმოგვიდგინა მოსწავლისმიერ შექმნილი პრეზენტაცია, რომლის შეფასებაც მოვახერხეთ ჩეკლისტისა და მოსწავლის პრეზენტაციის შეფასების რუბრიკების საშუალებით. დაკვირვებამ კიდევ ერთხელ დამაფიქრა ჩეკლისტის,შეფასების რუბრიკების შედგენისას გასათვალისწინებელ ფაქტორებზე.
 მოსწავლეზე ორიენტირებულ გარემოზე გადასვლა როგოც მასწავლებლის, ისე მოსწავლის მიერ მცირე ცვლილებებს მოიცავს, კითხვარები გვეხმარება აღნიშნული ცვლილებებზე დაკვირვებაში, რათა სწორად გავთვალოთ სასწავლო პროექტის გეგმა.
 განვიხილეთ დიფერენცირებული სწავლების სხვადასხვა პრინციპი.  ჯგუფების შედგენისას აუცილებელია მოსწავლეთა ინტერესებისა და შესაძლებლობების გათვალისწინება, რაშიც დაგვეხმარება კონელის კითხვარი. მისი გამოყენება შესაძლებელია პროექტის საწყის ეტაპზე მოსწავლეთა ინტელექტის გასაზომად.
  ვისაუბრეთ განმავითარებელ შეფასებაზე.რომელსაც ვიყენებთ პროექტის მსვლელობისას. როცა მოსწავლეები თავიანთ სწავლას ან შექმნილ პროდუქტს აფასებენ, ისინი არა მხოლოდ შეცდომებს ეძებენ, არამედ ითავისებენ იმ კრიტერიუმებს, რომელთა მიხედვითაც მათი ნამუშევარი შეფასდება.თვითშეფასება მუშაობის ხარისხის კრიტიკულად გაანალიზების საშუალებაა, რის შედეგადაც მოსწავლეები შეცვლიან სწავლის სტრატეგიებს, რათა უფრო ეფექტურები და ეფექტიანები გახდნენ. ყველა ამ ფაქტორის გათვალისწინება აუცილებელია პროექტით გათვალისწინებული მიზნების მისაღწევად
 განვიხილეთ მე-7 მოდული ,,ფასილიტაცია ტექნოლოგიებით''.პროექტის განმავლობაში მასწავლებელი ერთგვარი კურსორის როლს ასრულებს.ჩვენი მოვალეობაა მიმართულების მიმცემი კითხვების, შემუშავებული ჩეკლისტების,კითხვარების საშუალებით მოსწავლეები გავიყვანოთ სასურვეკ შედეგზე.ტექნოლოგიები გვეხმარება ამ მიზნის მიღწევაში.პროექტისა თუ ბროშურის შაბლონები საშუალებას გვაძლევს,სასურველ მიზანს მოკლე დროში მივაღწიოთ. მითუფრო თუ ვხედავთ, რომ ჯგუფის წევრებში შეიძლება აღმოჩნდეს ნაკლები შესაძლებლობების მოსწავლე.

No comments:

Post a Comment

ტრენინგის მეცხრე დღე

ტრენინგის მეცხრე დღეს   შევისწავლეთ  ბლოგზე  ვიდეოს  განთავსება.შევედით  youtube-ზე  შევარჩიეთ  ჩვენი  პროექტისათვის  შესატყვისი  ვიდეო,  გა...