ტრენინგის მეშვიდე დღე პრეზენტაციის განხილვით დაიწყო. კოლეგამ წარმოგვიდგინა პრეზენტაცია ,,ჩემი საქართველო'' მასზე დაკვირვებით ნათელი გახდა ჩემ მიერ დაშვებული ხარვეზები. დაკვირვებამ პრეზენტაციის კორექტირების საშუალება მომცა.
განვიხილეთ მოდული 4. სასწავლო ნიმუშის შექმნა. განვიხილეთ სახელნძღვანელოში ( http://tpdc.ge/essentials/) მოსწავლის მიერ შექმნილი პრეზენტაციისა და ჩეკლისტის ნიმუშები. ვიმუშავეთ წყვილებში. დავაკვირდით რამდენად შეესაბამება ჩეკლისტი პრეზენტაციას.
სასწავლო ნიმუშის შექმნა დაგვეხმარება ინტერნეტის რესურსების სწორად გამოყენებაში; ნათელი გახდება, როგორ უნდა გავწერო გეგმაში პროცედურები ისე, რომ მიზანს მივაღწიო.; ასევე ნათელი გახდება 21-ე საუკუნის რომელ უნარ-ჩვევების დემონსტრირებას შეძლებენ მოსწავლეები პროექტის ფარგლებში.
გავეცანით ტექნოლოგიური ინსტრუმენტების საშუალებებს:
პრეზენტაცია - ინფორმაციის ზეპირად წარმოდგენა, რომელიც შეიძლება გაფორმებული იყოს: ფოტოებით, გრაფიკებით, ცხრილებით,ვიდეოებით.
პუბლიკაცია - ფოტოები, გრაფიკები, ცხრილები.
ვიკის ვებგვერდები ონლაინ - ტესტზე ორიენტირებული მასალა, რომელსაც ერთდროულად რამდენიმე ადამიანი აკეთებს.
ბლოგები ონლაინ - ტესტური ჟურნალი, რომელიც პასუხებს მკითხველისაგან მოითხოვს.
Subscribe to:
Post Comments (Atom)
ტრენინგის მეცხრე დღე
ტრენინგის მეცხრე დღეს შევისწავლეთ ბლოგზე ვიდეოს განთავსება.შევედით youtube-ზე შევარჩიეთ ჩვენი პროექტისათვის შესატყვისი ვიდეო, გა...
-
მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის განხილვამ კიდევ ერთხელ დაგვაფიქრა ჩვენს გეგმაში გაწერილ პროცედურებზე, იმ პროდუქტზე, რომელიც პროექტის დასრულები...
-
ტრენინგის პირველი დღის რ ე ფ ლ ე ქ ს ი ა 21-ე საუ...
-
მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები ზოგადი კითხვა რა არის ადამიანისათვის ყველაზე მნიშვნელოვანი? ...
No comments:
Post a Comment