Friday, July 27, 2018

ტრენინგის მეცხრე დღე

ტრენინგის მეცხრე დღეს   შევისწავლეთ  ბლოგზე  ვიდეოს  განთავსება.შევედით  youtube-ზე  შევარჩიეთ  ჩვენი  პროექტისათვის  შესატყვისი  ვიდეო,  გავაზიარეთ,   ბლოგზე  გავხსენით  new  posts  პოსტის  სათაურის  ველში  შევიტანე  სათაური ,,ეკოლოგიური პრობლემები"    გადავედით html და  ფურცელზე  ჩავსვით     youtube -იდან  მონიშნული მისამართი.  გადავედით compose რეჟიმში  და  მივეცით publish , გადავედით  ბლოგზე , სადაც  გამოჩნდა  ატვირთული  ვიდეო.
ამის  შემდეგ  ვისწავლეთ,  თუ როგორ  უნდა  აიტვირთოს  ვიდეო  youtube- ზე. მოვისმინეთ  კოლეგების მიერ შექმნილი პროექტების პრეზენტაციები. 

 ტრენინგი ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი იყო ჩემთვის. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი პროექტით სწავლების უპირატესობაში. ისტის  გამოყენება კი შესაძლებლობას გვაძლევს, უფრო საინტერსო და ნაყოფიერი გავხადოთ ჩვენი პროექტი.
 დიდი მადლობა ასე საინტერესოდ დაგეგმილი ტრენინგისათვის.

Wednesday, July 25, 2018

მერვე დღის რეფლექსია

მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის  განხილვამ კიდევ ერთხელ დაგვაფიქრა ჩვენს გეგმაში გაწერილ პროცედურებზე, იმ პროდუქტზე, რომელიც პროექტის დასრულების შემდეგ უნდა მივიღოთ.შევიტანეთ კორექტირებები.
 ინტელის სახელმძღვანელოდან ჩამოვტვირთეთ კოლაბორაციული შეფასებისა და პრეზენტაციის შეფასების რუბრიკები. მოვარგეთ ჩვვენს სასწავლო პროექტს.შევიტანეთ ცვლილებები ჩეკლისტში,დავაკონკრეტეთ კონკრეტული სტატიები.
 კოლეგამ წარმოგვიდგინა მოსწავლისმიერ შექმნილი პრეზენტაცია, რომლის შეფასებაც მოვახერხეთ ჩეკლისტისა და მოსწავლის პრეზენტაციის შეფასების რუბრიკების საშუალებით. დაკვირვებამ კიდევ ერთხელ დამაფიქრა ჩეკლისტის,შეფასების რუბრიკების შედგენისას გასათვალისწინებელ ფაქტორებზე.
 მოსწავლეზე ორიენტირებულ გარემოზე გადასვლა როგოც მასწავლებლის, ისე მოსწავლის მიერ მცირე ცვლილებებს მოიცავს, კითხვარები გვეხმარება აღნიშნული ცვლილებებზე დაკვირვებაში, რათა სწორად გავთვალოთ სასწავლო პროექტის გეგმა.
 განვიხილეთ დიფერენცირებული სწავლების სხვადასხვა პრინციპი.  ჯგუფების შედგენისას აუცილებელია მოსწავლეთა ინტერესებისა და შესაძლებლობების გათვალისწინება, რაშიც დაგვეხმარება კონელის კითხვარი. მისი გამოყენება შესაძლებელია პროექტის საწყის ეტაპზე მოსწავლეთა ინტელექტის გასაზომად.
  ვისაუბრეთ განმავითარებელ შეფასებაზე.რომელსაც ვიყენებთ პროექტის მსვლელობისას. როცა მოსწავლეები თავიანთ სწავლას ან შექმნილ პროდუქტს აფასებენ, ისინი არა მხოლოდ შეცდომებს ეძებენ, არამედ ითავისებენ იმ კრიტერიუმებს, რომელთა მიხედვითაც მათი ნამუშევარი შეფასდება.თვითშეფასება მუშაობის ხარისხის კრიტიკულად გაანალიზების საშუალებაა, რის შედეგადაც მოსწავლეები შეცვლიან სწავლის სტრატეგიებს, რათა უფრო ეფექტურები და ეფექტიანები გახდნენ. ყველა ამ ფაქტორის გათვალისწინება აუცილებელია პროექტით გათვალისწინებული მიზნების მისაღწევად
 განვიხილეთ მე-7 მოდული ,,ფასილიტაცია ტექნოლოგიებით''.პროექტის განმავლობაში მასწავლებელი ერთგვარი კურსორის როლს ასრულებს.ჩვენი მოვალეობაა მიმართულების მიმცემი კითხვების, შემუშავებული ჩეკლისტების,კითხვარების საშუალებით მოსწავლეები გავიყვანოთ სასურვეკ შედეგზე.ტექნოლოგიები გვეხმარება ამ მიზნის მიღწევაში.პროექტისა თუ ბროშურის შაბლონები საშუალებას გვაძლევს,სასურველ მიზანს მოკლე დროში მივაღწიოთ. მითუფრო თუ ვხედავთ, რომ ჯგუფის წევრებში შეიძლება აღმოჩნდეს ნაკლები შესაძლებლობების მოსწავლე.

Monday, July 23, 2018

მეშვიდე დღის რეფლექსია

  ტრენინგის მეშვიდე დღე პრეზენტაციის განხილვით დაიწყო. კოლეგამ წარმოგვიდგინა პრეზენტაცია  ,,ჩემი საქართველო'' მასზე დაკვირვებით ნათელი გახდა  ჩემ მიერ დაშვებული ხარვეზები. დაკვირვებამ პრეზენტაციის კორექტირების  საშუალება მომცა.

 განვიხილეთ მოდული 4. სასწავლო ნიმუშის შექმნა. განვიხილეთ სახელნძღვანელოში ( http://tpdc.ge/essentials/) მოსწავლის მიერ შექმნილი პრეზენტაციისა და ჩეკლისტის  ნიმუშები. ვიმუშავეთ წყვილებში. დავაკვირდით რამდენად შეესაბამება ჩეკლისტი პრეზენტაციას.
  სასწავლო ნიმუშის შექმნა დაგვეხმარება ინტერნეტის რესურსების სწორად გამოყენებაში; ნათელი გახდება, როგორ უნდა  გავწერო გეგმაში პროცედურები ისე, რომ მიზანს მივაღწიო.; ასევე ნათელი გახდება 21-ე საუკუნის რომელ უნარ-ჩვევების დემონსტრირებას შეძლებენ მოსწავლეები პროექტის ფარგლებში.
გავეცანით ტექნოლოგიური ინსტრუმენტების საშუალებებს:
პრეზენტაცია - ინფორმაციის ზეპირად წარმოდგენა, რომელიც შეიძლება გაფორმებული იყოს: ფოტოებით, გრაფიკებით, ცხრილებით,ვიდეოებით.
პუბლიკაცია - ფოტოები, გრაფიკები, ცხრილები.
ვიკის ვებგვერდები ონლაინ - ტესტზე ორიენტირებული მასალა, რომელსაც ერთდროულად რამდენიმე ადამიანი აკეთებს.
ბლოგები ონლაინ - ტესტური ჟურნალი, რომელიც პასუხებს მკითხველისაგან მოითხოვს.
 


Friday, July 20, 2018

ტრენინგის მეექვსე დღე

ტრენინგის მეექვსე დღე დაიწყო საშინაო დავალებების განხილვით.
ვისაუბრეთ საავტორო უფლებებისა და უსაფრთხოების  დაცვის საშუალებებზე;
გავააქტიურეთ  ცოდნა ელექტრონული ფოსტის გამოყენებასთან დაკავშირებით. გავიხსენეთ, რომ ელექტრონული ფოსტა წერილების გასაგზავნად და მისაღებად გამოიყენება. ელექტრონული ფოსტით მომსახურებას სხვადასხვა საიტი გვთავაზობს, მაგალითად gmail.com; yahoo.com; mail.ru...
  ბლოგზე გაჯეტების დასამატებლად ავირჩიეთ   layout  ბრძანება და გამოსულ ჩამონათვალში ავირჩიეთ ელემენტი,რომლის დამატებაც გვინდოდა.( ესგ. მასწავლებლის სახლი, ინტელის სახელმძღვანელო);
  შევქმენით სასწავლო პროექტის დაგეგმვის ჩეკლისტი, რისთვისაც გამოვიყენეთ ინტელის სახელმძღვანელოში არსებული ჩეკლისტის შაბლონი და შმდეგ ავტვირთეთ ჩვენს პორტფოლიოში
    მოვამზადეთ საპრეზენტაციო ფაილი PowerPoint - ის დახმარებით.მასში შეგვიძლია განვათავსოთ ტექსტები,სურათები,ცხრილები,სქემები,დიაგრამები. ჩეკლისტის გამოყენებით. Draiv-ში დავაწკაპეთ ახლის შექმნას და ჩამოშლილი ჩამონათვალიდან ავირჩიეთ GoogleSlaides , ავირჩიეთ ჩვენთვის სასურველი ფორმატი საპრეზენტაციო მასალის შესაქმნელად.

Thursday, July 19, 2018

ტრენინგის მეხუთე დღის რეფლექსია

ტრენინგის მეხუთე დღეს განვიხილეთ კოლეგების მიერ შექმნილი შეფასების მეთოდები, რომელთაც ვიყენებთ პროექტის საწყის ეტაპზე. შევიტანეთ კორექტირებები,დავხვეწეთ პროექტის გეგმა, რათა არ გაგვიჭირდეს პროექტის მიზანსა და შედეგებზე გასვლა.
  გავეცანით  googl forms. ვისწავლეთ სხვადასხვა სახის ტესტის შედგენა. განვსაზღვრეთ მისი აქტუალობა  და მნიშვნელობა პროექტის განხორციელების სამივე ეტაპზე. შევადგინეთ წინარე ცოდნისა და   მოსწავლეთა საჭიროებების  განსაზღვრისათვის  ცხრილი  ვიცი,მინდა ვიცოდე, ვისწავლე.

Monday, July 16, 2018

მეოთხე დღის რეფლექსია

მეოთხე დღის რეფლექსია
მეოთხე დღეს საშინაო დავალებების განხილვით დაიწყო.კოლეგებმა გაგვაცნეს მათ მიერ შედგენილი გეგმის მონახაზები. ყურადღება გავამახვილეთ მიმართულების მიმცემი კითხვების ფორმულირებაზე.
 დღის განმავლობაში შევისწავლეთ:
1.ბლოგის მართვა ( ფონის შეცვლა;ჩანართების გაკეთება,გაჯეტების დამატება)
2. გავეცანით შეფასების სხვადასხვა მეთოდი;
3.გავეცანით შეფასების სტრატეგიები;
5.საჭიროებების დადგენა

მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები

მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები









ზოგადი კითხვა
რა არის ადამიანისათვის ყველაზე მნიშვნელოვანი?
თემატური კითხვები
როგორ ფიქრობთ, რატომ იყენებს ვაჟა-ფშაველა პირველი პირის თხრობას?
თქვენი აზრით, ვის უამბობს ნუკრი თავის თავგადასავალს?
როგორ ფიქრობთ, რისი სიმბოლოა ია?
შინაარსობრივი კითხვები

რომელი პირის თხრობას იყენებ ვაჟა-ფშაველა?
რით იკლავს შვლის ნუკრი რძის დალევის სურვილს?
რის ნიჭს ნატრობს ია?
ვინ არიან იის მეგობრები?
ჩამოთვალეთ მთის წყაროს მეგობრები.
რა სადარდებელი აქვს ფესვებს?
რა ერთადერთი სათხოვარი აქვს კლდეს?

Friday, July 13, 2018

ტრენინგის მესამე დღე

                                      მესამე დღის რეფლექსია
   საშინაო დავალების განხილვის შემდეგ შევქმენით პორტფოლიო ბლოგზე, რათა  განგვეთავსებინა ტრენინგის განმავლობაში გამოსაყენებელი მასალა. ამ პროცესის გასამარტივებლად შევქმენით დამატებითი საქაღალდეები. ვისწავლეთ იმ დოკუმენტების განთავსება საქაღალდეში,რომლებიც დაგვჭირდება პროექტისათვის. ბროშურის შესაქმნელად ვისწავლეთ სურათების მოძიება და ჩასმა.
    გავეცანით მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვების ფორმურილების პრინციპებს. დავაკვირდით განსხვავებებს ზოგად, თემატურ და შინაარსობრივ კითხვებს შორის. შევეცადეთ, შეგვექმნა ანალოგიური ტიპის კითხვები, რომლებიც გამოგვადგება პროექტის განხორციელებისათვის.

Wednesday, July 11, 2018

მეორე დღის რეფლექსია

მეორე დღის რეფლექსია
ტრენინგის მეორე დღე დაიწყო  პროექტის პრეზენტაციით. კოლეგამ წარმოგვიდგინა ის პროექტი,რომელსაც გაეცნო.
1.განვიხილეთ პრეზენტაციისათვის საჭირო უნარები.
2. გავეცანით პროექტის გეგმის შესადგენად საჭირო დოკუმენტაციას,რესურსებს.
3. ვიმსჯელეთ პროექტით სწავლების აქტუალობაზე, ასევე იმ მიზნებსა და უნარებზე, რომლებიც უვითარდებათ მოსწავლეებს პროექტით სწავლების დროს.
4. განვსაზღვრეთ პროექტის გეგმა;
5. გავეცანით ჩეკ-ლისტს
6. გავეცანით ბროშურის შექმნის პრინციპებს

Monday, July 9, 2018

ტრენინგის პირველი დღე

                                      ტრენინგის პირველი დღის
                                              რ ე ფ ლ ე ქ ს ი ა


   21-ე საუკუნე ტექნოგიური ინოვაციების ხანაა. ფურცელზე შესასრულებელი დავალებები, რუტინული შრომა მოსაბეზრებელია თანამედროვე ბავშვებისათვის. მართლაც რაში სჭირდებათ  სხვადასხვა წიგნში ინფორმაციის მოძიება, როდესაც ერთი დაწკაპუნებით Google Chrom-ში მოძებნიან მათთვის სასურველ ნებისმიერ ინფორმაციას. სწორედ ამიტომ თანამედროვე პედაგოგიკაში აქტუალურია ისტ-ის პროგრამის გამოყენება, რომელიც საშუალებას გვაძლევს მასწავლებლებს, საინტერესო, მრავალფეროვანი, მოსწავლის ინტერესებზე მორგებული გავხადოთ ჩვენი გაკვეთილები.

   თანამედროვე პედაგოგიკაში აქტუალურია პროექტზე დაფუძნებული სწავლება. რას ნიშნავს სასწავლო პროექტი? რატომ ანიჭებენ უპირატესობას მასწავლებლები პროექტზე დაფუძნებულ სწავლებას? ეს ის კითხვებია, რომლებზეც პასუხის გაცემას სწორედ ამ ტრენინგიდან ველოდები.

    პირველი დღე საკმაოდ ნაყოფიერი  აღმოჩნდა.  გავეცანით:
 1. word-ში მუშაობის პრინციპებს (ტექსტის აკრეფა, რედაქტირება, ფორმატის შეცვლა)
 2.  მისამართ საიტებს ე.წ. ,,დომენურ პრინციპებს''.დავახარისხეთ ქვეყნის კუთვნილებისა და ორგანოზაციული კუთვნილების მიხედვით.
 3. საიტებს, რომლებიც დაგვეხმარება პროექტის შექმნაში. tpdc.ge/essentials; ict,tpdc.ge; intelga.blogspot.com
 4. ვებ-ბრაუზერს, რომელიც საშუალებას გვაძლევს, დავათვალიეროთ ვებ-გვერდები ინტერნეტში.
 5. დავაფიქსორეთ განსხვავებები vlogსა(ვიდეოჩანაწერები) და blogს შორის.
 6. გავეცანით ბლოგის სტრუქტურას. რომელზეც შესაძლებელია, სტატიების,ინფორმაციების, სასწავლო რესურსების გამოქვეყნება.
 7. ელ.ფოსტის გამოყენებას.დოკუმენტის შექმნასა, პოსტის გამოქვეყნებას.
 იმედი მაქვს, დანარჩენი დღეებიც ასეთივე ნაყოფიერი აღმოჩნდება.

ტრენინგის მეცხრე დღე

ტრენინგის მეცხრე დღეს   შევისწავლეთ  ბლოგზე  ვიდეოს  განთავსება.შევედით  youtube-ზე  შევარჩიეთ  ჩვენი  პროექტისათვის  შესატყვისი  ვიდეო,  გა...