ტრენინგის მეექვსე დღე დაიწყო საშინაო დავალებების განხილვით.
ვისაუბრეთ საავტორო უფლებებისა და უსაფრთხოების დაცვის საშუალებებზე;
გავააქტიურეთ ცოდნა ელექტრონული ფოსტის გამოყენებასთან დაკავშირებით. გავიხსენეთ, რომ ელექტრონული ფოსტა წერილების გასაგზავნად და მისაღებად გამოიყენება. ელექტრონული ფოსტით მომსახურებას სხვადასხვა საიტი გვთავაზობს, მაგალითად gmail.com; yahoo.com; mail.ru...
ბლოგზე გაჯეტების დასამატებლად ავირჩიეთ layout ბრძანება და გამოსულ ჩამონათვალში ავირჩიეთ ელემენტი,რომლის დამატებაც გვინდოდა.( ესგ. მასწავლებლის სახლი, ინტელის სახელმძღვანელო);
შევქმენით სასწავლო პროექტის დაგეგმვის ჩეკლისტი, რისთვისაც გამოვიყენეთ ინტელის სახელმძღვანელოში არსებული ჩეკლისტის შაბლონი და შმდეგ ავტვირთეთ ჩვენს პორტფოლიოში
მოვამზადეთ საპრეზენტაციო ფაილი PowerPoint - ის დახმარებით.მასში შეგვიძლია განვათავსოთ ტექსტები,სურათები,ცხრილები,სქემები,დიაგრამები. ჩეკლისტის გამოყენებით. Draiv-ში დავაწკაპეთ ახლის შექმნას და ჩამოშლილი ჩამონათვალიდან ავირჩიეთ GoogleSlaides , ავირჩიეთ ჩვენთვის სასურველი ფორმატი საპრეზენტაციო მასალის შესაქმნელად.
No comments:
Post a Comment